თეგი: წყალქვეშა ნავი

აშშ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების განხორციელებას უარყოფს

„რუსეთის განცხადებები მათ ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, -ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა კაილ რეინსმა, აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა. „მე არ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი წყალქვეშა ნავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვფრინავთ, ვცურავთ და უსაფრთხოდ ვმოქმედებთ საერთაშორისო წყლებში”, -აღნიშნა კაილ რეინსმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი 12 თებერვალს, მოსკოვის დროით დილის 10:40 საათზე წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების მიდამოში, კურილის ჯაჭვის კუნძულ ურუპთან აღმოაჩინეს.

მედია: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ ბაზიდან გაუჩინარდა

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ ბაზიდან გაუჩინარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  NATO-ს ხელმძღვანელობამ მოკავშირეებს გაუგზავნა გაფრთხილება რუსული ატომური წყალქვეშა ნავის K-329 „ბელგოროდის“ მობილიზაციის შესახებ, რომელიც „აპოკალიფსის პალადინითაა“ აღჭურვილი. ალიანსში ვარაუდობენ, რომ ბირთვული წყალქვეშა ნავი არქტიკაში, ახალი სუპერ ძლიერი ტორპედო „პოსეიდონის“ შესამოწმებლად გაემგზავრა, რომელსაც ზოგჯერ „აპოკალიფსის პალადინს“ უწოდებენ. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს. ჟურნალისტები, NATO-ს წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული დაზვერვის თანახმად, რუსული წყალქვეშა ნავი  ბაზიდან გაუჩინარდა, რათა „პოსეიდონის“ სარაკეტო ტორპედო, სახელწოდებით Status-6, ყარას ზღვის მიდამოში გამოსცადოს. სამხედრო ექსპერტების აზრით, ეს იარაღი NATO-ს მოკავშირეებს აიძულებს, ალიანსის ქვეყნების საზღვაო ძალების დაგეგმვის კონცეფციას გადახედონ. „ესაა სრულიად ახალი კატეგორიის იარაღი, რომელიც დასავლეთს აიძულებს საზღვაო ძალების ოპერაციების დაგეგმვის პრინციპები შეცვალოს, რაც ახალ მოთხოვნებსა და ახალი კონტრაქციის საშუალებებს გამოიწვევს“, - თქვა ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა ჰაი სატონმა. მედია წერს, რომ წყალქვეშა ნავის სუპერ ტორპედო ისეა შექმნილი, რომ აშშ-ის ინფრაწითელი სატელიტური სათვალთვალო სისტემა ვერ აფიქსირებს. რუსული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ტორპედოს შეუძლია მიაღწიოს სამიზნეს კონტინენტთაშორის დიაპაზონში 1 კმ-ზე მეტ სიღრმეზე 60-70 კვანძი (110-130 კმ/სთ) სიჩქარით.  

აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი „აპოკალიფსის მხედარი“ ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით, აშშ-ის უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი, Rhode Island (SSBN 740), რომელზეც განთავსებულია „ოჰაიოს“ კლასის ბალისტიკური რაკეტები, პირველ ნოემბერს ხმელთაშუა ზღვაში შევიდა.   ეს იყო ხანმოკლე გაჩერება ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერაციების არეალში. შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ბოლოს გიბრალტარში 2021 წელს იმყოფებოდნენ. „Rhode Island-ის ვიზიტი გიბრალტარის პორტში აძლიერებს ჩვენს ურყევ ერთგულებას რეგიონში ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ. შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს აქვთ თანამშრომლობის მდიდარი ისტორია, წვრთნების, ოპერაციების და მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილების სახით, რაც აძლიერებს ჩვენს საერთო შესაძლებლობებსა და პარტნიორობას“, – განაცხადა 69-ე ოპერატიული ჯგუფის მეთაურმა, კაპიტანმა ჯონ კრედდოკმა. გიბრალტარის პორტში შესვლამდე, 2022 წლის ივლისში Rhode Island-ი კლაიდში, შოტლანდიაში საზღვაო ბაზას ეწვია. აშშ-ის უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავის Rhode Island-ის ხმელთაშუა ზღვაში შესვლის ფაქტს La Repubblica-ს გამოეხმაურა.  „წყალქვეშა ნავს წყლის ქვეშ უხილავად ყოფნა თვეების მანძილზე შეუძლია. ეს გარკვეულწილად კრემლისთვის არის ნიშანი, რომ ამერიკელები მზად არიან“,- წერს გამოცემა.  ამასთან, ხმელთაშუა ზღვიდან მოსკოვამდე საჰაერო მანძილი დაახლოებით 3.000 კმ.-ია. როგორც მედია წერს, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავს 24 კონტინენტთაშორისო რაკეტის Trident II-ის ტარება შეუძლია.  Trident II-ით სამიზნის განადგურება 18.000 კმ-ის მანძილზეა შესაძლებელი. ამასთან, წყალქვეშა ნავის ბორტზე 150-დან 200-მდე ბირთვული ქობინის განთავსებაა შესაძლებელი.   

გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა

BBC-ის თანახმად, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც პატარა წყალქვეშა სადგურთან კონტაქტი დაახლოებით საათსა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი, ნათქვამია მათი ოჯახის განცხადებაში. კომპანია Ocean Gate Expeditions-მა „ტიტანიკის“ დაღუპვის ადგილას ჩაშვებისთვის განკუთვნილი წყალქვეშა აპარატის გაუჩინარება დაადასტურა. „ჩვენ ვსწავლობთ და ავამოქმედეთ ყველა საშუალება, რათა ეკიპაჟი სახლში ცოცხალი და უვნებელი დავაბრუნოთ. სრულად ვართ კონცენტრირებული გუნდის წევრებსა და მათ ოჯახებზე. გულწრფელ მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უწყებებისა და ზღვაში მომუშავე კომპანიებისგან მივიღეთ ჩვენს ეკიპაჟთან კავშირის დამყარების ძალისხმევისთვის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ტიტანიკი აისბერგს1912 წლის 14 აპრილს, საუთჰემპტონიდან ნიო-იორკამდე მისი პირველი მოგზაურობის დროს შეეჯახა. იმ დღეს 2200 მგზავრიდან 1500-ზე მეტი დაიღუპა.  

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ ეკიპაჟს, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საათის საკმარისი ჟანგბადი ჰქონდეს

წყალქვეშა ნავის ძებნა გადამწყვეტ ფაზაში შედის - BBC ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ ეკიპაჟს, რომელსაც კვირის შემდეგ ეძებენ, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საათის საკმარისი ჟანგბადი ჰქონდეს. BBC-ის თანახმად, ძებნის ოპერაცია ფართოვდება - თვითმფრინავები და გემები, ისევე როგორც დისტანციურად მართვადი მანქანები, ოკეანის დაახლოებით, 10,000 მილს მოიცავენ. კაპიტანი ჯეიმი ფრედერიკი მიმდინარე სამუშაოას კვლავ სამძებრო-სამაშველო ოპერაციად აფასებს: „ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად და იმედიანად". ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავის ბორტზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა BBC-ის თანახმად, კომპანია OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა, 5 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ბრიტანელი 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ბიზნესმენი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი. ბორტზე მყოფ ხუთ ადამიანს შორის ორი პაკისტანელია - ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი. როგორც ვარაუდობენ, ბორტზე იმყოფებოდა ფრანგი მკვლევარიც, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავზე იმყოფებოდა OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში. მაშველები ეძებენ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ მცირე ზომის წყალქვეშა ნავს, რომელსაც ტურისტები ოკეანის სიღრმეში, აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად მიჰყავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში კანადის და აშშ-ის სანაპირო დაცვის გემები და თვითმფრინავები, ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიის ხომალდები მონაწილეობენ. წყალქვეშა ნავი კვირას, 18 ივნისს, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კონტრ-ადმირალმა ჯონ მოგერმა 19 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წყალქვეშა აპარატს 70-96 საათის სამყოფი ჟანგბადი აქვს. ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ტურისტული ექსპედიცია კანადის ნიუფაუნდლენდიდან იწყება და უშუალოდ, კატასტროფის რაიონში გრძელდება, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება თითო ადამიანისთვის 250 000 დოლარს შეადგენს.  

ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავის ბორტზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა

BBC-ის თანახმად, კომპანია OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა, 5 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ბრიტანელი 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ბიზნესმენი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი. ბორტზე მყოფ ხუთ ადამიანს შორის ორი პაკისტანელია - ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი. როგორც ვარაუდობენ, ბორტზე იმყოფებოდა ფრანგი მკვლევარიც, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავზე იმყოფებოდა OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში. მაშველები ეძებენ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ მცირე ზომის წყალქვეშა ნავს, რომელსაც ტურისტები ოკეანის სიღრმეში, აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად მიჰყავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში კანადის და აშშ-ის სანაპირო დაცვის გემები და თვითმფრინავები, ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიის ხომალდები მონაწილეობენ. წყალქვეშა ნავი კვირას, 18 ივნისს, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კონტრ-ადმირალმა ჯონ მოგერმა 19 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წყალქვეშა აპარატს 70-96 საათის სამყოფი ჟანგბადი აქვს. ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ტურისტული ექსპედიცია კანადის ნიუფაუნდლენდიდან იწყება და უშუალოდ, კატასტროფის რაიონში გრძელდება, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება თითო ადამიანისთვის 250 000 დოლარს შეადგენს.  

წყალქვეშა ნავ „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს

აშშ-ის სანაპირო დაცვამ ჩაძირული წყალქვეშა ნავის, „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის ნაშთები აღმოაჩინა. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, აღმოჩენილ ნაწილებს ამერიკელი მედიკოსები ოფიციალურ ანალიზს ჩაუტარებენ. უწყება კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარე გამოძიებას საწყის ეტაპზეა. სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭოს (MBI) ხელმძღვანელის, კაპიტან ჯეისონ ნოიბაუერის განცხადებით, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმ ფაქტორების გასაგებად, რამაც გამოიწვია „ტიტანის“ კატასტროფული დაკარგვა. წყალქვეშა ნავი „ტიტანი“ ატლანტიკის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა. მას „ტიტანიკის“ ნამსხვრევების მოსანახულებლად 5 მგზავრი გადაჰყავდა. გაუჩინარებული ნავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის მიზეზი აფეთქება გახდა. 23 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.  

ენერგეტიკული თანამშრომლობის გაზრდის თვალსაზრისით, სამხრეთ გაზის დერეფანს დიდი პოტენციალი აქვს - სლოვენია

სლოვენია განახლებადი ენერგიის სფეროში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ხედავს , განაცხადა  სლოვენიის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ენერგეტიკის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ჰინკო სოლინჩმა Trend-თან ინტერვიუში. სოლინჩმა აღნიშნა, რომ სლოვენია ენერგორესურსების დივერსიფიკაციის გასაძლიერებლად ევროკავშირის ძალისხმევას მხარს უჭერს. მისივე თანახმად, სლოვენია მიესალმება ნებისმიერ პროექტს, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და ხელს უწყობს უფრო მეტ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას. სოლინჩის თქმით, რაც უფრო მეტი პროვაიდერი იქნება ბაზარზე, მით მეტია კონკურენცია. „სლოვენიაში ჩვენ ამჟამად განსაკუთრებით ორიენტირებულნი ვართ მზის ენერგიის პოპულარიზაციაზე, სადაც ჩვენ ვხედავთ ყველაზე მეტ პოტენციალს. თუმცა ასევე ვგეგმავთ პროექტებს ქარის, ჰიდრო, გეოთერმული ენერგიისა და ბიომასის გამოყენებით, აგრეთვე წყალბადის წარმოებას ჰინკო სოლინჩმა აღნიშნა, რომ სლოვენია ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის პროვაიდერებს, თავი დააღწიონ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას. „ერთ-ერთი პოტენციური ალტერნატიული წყარო ასევე არის აზერბაიჯანი. ამ მხრივ, ჩვენ ვხედავთ სამხრეთ გაზის დერეფანს, როგორც დიდ შესაძლებლობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გასაზრდელად", - აღნიშნა სლოვენიის ოფიციალურმა პირმა. სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.  

აშშ მეორე თაობის სტრატეგიული წყალქვეშა ნავის შესაქმნელად, $600 მილიონზე მეტს გამოყოფს

აშშ-ს დროებითი ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებამდეა გათვლილი, მეორე თაობის ბირთვული ბალისტიკური რაკეტის წყალქვეშა ნავის მშენებლობის დასაწყებად, 621 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. ბირთვული წყალქვეშა ნავი USS Wisconsin (SSBN-827), Trident II D5 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით აღიჭურვება. ნავი ამჟამად მშენებლობის პროცესშია. მისი ღირებულება 8,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. საერთო ჯამში, აშშ კოლუმბიის კლასის 12 სტრატეგიული წყალქვეშა ნავის აშენებას გეგმავს. ისინი ოჰაიოს კლასის 14 მოძველებულ სტრატეგიულ წყალქვეშა ნავს ჩაანაცვლებენ. საბრძოლო პატრულირებაზე ამ გემის გაშვება 2031 წლისთვის იგეგმება.